პისტოლეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პისტოლეტი

პისტოლეტი - მოკლელულიანი სასროლი იარაღი უკონდახოდ. პირადი იარაღი ახლო მანძილზე სროლისთვის.

თანამედროვე პისტოლეტების უმეტესობა თვითდამტენია 7–15 ვაზნით და მოსახსნელი სავაზნე კოლოფით. სროლის პროცესის დროს გადატენა ხდება თავისუფალი საკეტის უკუქცევით უძრავი ლულის მიმართ. პისტოლეტების ვაზნების მცირე სიმძლავრის მიუხედავად მათ ბლაგვთავიან ტყვიებს მძლავრი შემაჩერებელი მოქმედება აქვთ.

საბრძოლო პისტოლეტები ცოცხალ ძალას ეფექტურად აზიანებენ 50–70 მ მანძილზე, სწრაფსროლა 30–40 გასრ./წთ და მასა დაახლოებით 1 კგ.

არსებობს სპეციალური საბრძოლო პისტოლეტი წყალქვეშ სროლისთვის, აგრეთვე ე.წ. მოიერიშე, საბრძოლო, სამოქალაქო (კალიბრი 2,7-6,5 მმ), სპორტული და სანადირო.

თვითდამტენი პისტოლეტების სერიულმა გამოშვებამ ხელი შეუწყო მათ ფართო გავრცლებას.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები