პროგნოზირება სამხედრო საქმეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროგნოზირება სამხედრო საქმეში (ბერძნ. prognōsis – წინასწარ ცოდნა) – სამხედრო-პოლიტიკური ვითარების, შეიარაღებული ძალების, სამხედრო ტექნიკის და სამხედრო ხელოვნების განვითარების მოსალოდნელი პერსპექტივების ალბათობის განსაზღვრა, განჭვრეტის ერთ-ერთი ფორმა. ამასთან, პროგნოზული კვლევა მოიცავს სამხედრო-სოციალურ, სამხედრო-სტრატეგიულ, ოპერატიულ-ტაქტიკურ, სამხედრო-ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებს. განასხვავებენ მოკლევადიან (5 წლამდე), საშუალოვადიან (10 წლამდე) და გრძელვადიან (10 წელიწადზე მეტი) პროგნოზებს. სამხედრო საქმეში პროგნოზირების დროს გამოიყენება კვლევის მათემატიკური, ევრისტიკული და კომბინირებული მეთოდები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები