სამხედრო საქმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო საქმე – მშვიდობის და ომის დროს სახელმწიფოს სამხედრო მშენებლობის და სამხედრო ორგანიზაციის, შეიარაღებული ძალების საქმიანობის, აგრეთვე ომის საწარმოებლად მოსახლეობის მომზადების თეორია და პრაქტიკა; სამხედრო საქმიანობის და მისი შედეგების ერთიანობა. ცოდნის სისტემა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო ვალდებულებს სჭირდებათ მხედრული მოვალეობის წარმატებით შესრულებისათვის.

სამხედრო საქმის ერთობლივ შედეგს წარმოადგენს სახელმწიფოს სამხედრო ძლიერება, უწინარეს ყოვლისა, მისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი. სამხედრო საქმის ეფექტიანობის მთავარი კრიტერიუმია სახელმწიფო სუვერენიტეტის გარანტირებული დაცვა ან სხვა სამხედრო-პოლიტიკური შედეგების მიღწევა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები