ჟამიაკი ივ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟამიაკი ივ - (ფრ. Jamiaque Yves. 1918 - 1987). ფრანგი მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი.

ბიოგრაფია

ივ ჟამიაკი დაიბადა 1918 წელს პარიზში. მან წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი. ომის დროს გაიწვიეს ჯარში, სადაც თავისი პირველი პიესა დაწერა. ომის შემდეგ მუშაობს მსახიობად, თავის ძალებს სცდის რეჟისურაში. 50-იანი წლების დასაწყისში ივ ჟამიაკი რადიოში იწყებს მუშაობას რადიოპიესების ავტორად და დამდგმელად. ეს მოღვაწეობა გრძელდება ოცდაათ წლამდე, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა და თავისი გადაცემებისთვის რამდენიმე პრემიაც დაიმსახურა. პარალელურად წერს პიესებს თეატრისთვის. ჟამიაკის ათამდე პიესა იყო დადგმული თეატრში. მათ დიდი წარმატება ხვდათ მაყურებლებში და კრიტიკის მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს. დრამატურგი სხვადასხვა ჟანრში მუშაობს. მის პიესებს შორის არის მსუბუქი გასართობი კომედიები და სერიოზული დრამები, გროტესკული ნაწარმოებები, ფსიქოლოგიური და ყოფითი ჩანახატები როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიულ თემებზე.

ივ ჟამიაკის ცნობილი პიესებია:

  • „გავრას ოქრო“ (1956);
  • „ეშმაკის კუდი“ (1959);
  • „ზღვის გოჭები“ (1961);
  • „წყალბადის ყუმბარა“ (1965);
  • „ბატონი ამილკარი“ (1975);
  • „ქალბატონი აკაპულკო“ (1976);
  • „აზალია“ (1980).

„აზალია“ დაიდგა 1980 წელს მარინის თეატრში, რეჟისორ და მსახიობ მიშელ რუს მიერ, რომელმაც ამავე პიესაში მამაკაცის მთავარი როლი შეასრულა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები