რეზერვი (ოპერატიული დაწყობის ელემენტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეზერვი - (ფრანგული reserve < ლათინური reservo – ვიზოგავ, ვინახავ), ოპერატიული დაწყობის (საბრძოლო წყობის) ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ოპერაციის (ბრძოლის) დროს უეცრად წარმოშობილი ამოცანების გადასაწყვეტად.

საერთო-საჯარისო გაერთიანებებში, შენაერთებსა და ნაწილებში, ჩვეულებრივ, იქმნება საერთო-საჯარისო, ტანკსაწინააღმდეგო და სპეციალური ჯარების რეზერვი., ხოლო თავდაცვაშიდესანტსაწინააღმდეგო რეზერვი დანიშნულების და გამოყენების მასშტაბის მიხედვით რეზერვები არის ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული.

სარჩევი

ოპერატიული რეზერვი

სხვადასხვა გვარეობის ჯარებისა და სპეციალური ჯარების შენაერთები და ნაწილები, რომლებიც დაჯგუფებების (არმიების ჯგუფის), არმიის სარდლობის (არმიის კორპუსის მეთაურის) უშუალო დაქვემდებარებაში არიან; ოპერატიული დაწყობის ელემენტი.

სტრატეგიული რეზერვი

შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის, ჯარების გვარეობის, სპეციალური ჯარებისა და ლოგისტიკის სარეზერვო დაჯგუფებები, ცალკეული გაერთიანებები, შენაერთები და ნაწილები, რომლებიც უმაღლესი სარდლობის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებიან; სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და მატერიალური საშუალებების მარაგი არსენალებში, ბაზებსა და ცენტრალური დაქვემდებარების საწყობებში.

ტაქტიკური რეზერვი

შენაერთის, ნაწილის, ქვედანაყოფის მეთაურის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები (ქვედანაყოფები); საბრძოლო წყობის ელემენტი


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები