რეიგანომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეიგანომიკა - (Reaganomics) - ნეოკლასიკური თეორიების პირველ ყოვლისა, მიწოდების თეორიისა და მონეტარიზმის ძირითადი დებულებების ასახვა აშშ-ის პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციის (1981-1988) ეკონომიკურ პოლიტიკაში. რეიგანომიკა მოიცავს ეკონომიკური პოლიტიკის შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

  1. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ზრდის შეჩერებას სახელმწიფო ხარჯების შემცირების საფუძველზე;
  2. სახელმწიფო სოციალური ხარჯების გაზრდას;
  3. კერძო მეწარმეობის სახელმწიფო რეგულირების მასშტაბის მნიშვნელოვან შემცირებას;
  4. ადმინისტრაციის მიერ სარეზერვო სისტემის წახალისებას ფულადი მასის ზრდის ტემპის იმ დონეზე შესანარჩუნებლად, რომელიც საკმარისი იქნებოდა ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის;
  5. პირადი საშემოსავლო გადასახადისა და კორპორაციების მოგებაზე გადასახადის მკვეთრ შემცირებას.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები