რველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რველი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ყვიბისის თემში, ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 780-960 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 7 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 665. მათი უმრავლესობა (98 %) ქართველი (2002)

სახელწოდება

საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის სპეციალისტების მიხედვით ამ სახელწოდების სოფელი თორის „ქვეყანაში“ უძველესი ხანიდან ყოფილა „ცნობილი რველი მდინარე ბანისხევისა და მტკვრის შესაყარში განლაგებულ ყვიბისთან და განსაკუთრებით ზანავთან ერთად XII-XIII ს-ში კარგად ორგანიზებულ თავდაცვით სისტემას ქმნიდა. ამიტომაც არის, რომ ვახუშტი ბატონიშვილი ამ ორ სოფელს შერწყმულად (ზანავრვილი) მოიხსენიებს. იოანე ბატონიშვილი კი მათ უკვე დამოუკიდებელ, გვერდიგვერდ მდებარე სოფლებად წარმოგვიდგენ. როგორც ვხედავთ, ცალკე ტოპონიმი რველი არც ვახუშტისათვის და არც იოანესათვის ცნობილი არ არის. ამ ტოპონიმს ისინი რვილს უწოდებენ, რადგან რვილი აშკარად გვიანდელი ფორმაა; იგი რველი-საგან მომდინარეობს. ეს ფაქტი ნათლად არის დადასტურებული დ. ბერძენიშვილის მიერ დიდი სიზუსტით შედგენილ V-X საუკუნეების თორის მხარის ისტორიულ რუკაზე? განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა გამოთქმული ს. ჯიქიას. მისი ვარაუდით თავდაპირველი ფორმა რვილი უნდა იყოს, რვილი კი ახალია, -მისგან წარმოქმნილიო. ამგვარი აზრისაკენ მკვლევარს, ეტყობა, იმ ფაქტმა უბიძგა, რომ ქართულ ენაში არსებობდა (და ამჟამადაც არსებობს) საზოგადო სახელი რვილი – საბას მიხედვით – ერქვნის (გუთნის) ხე, ამ მოსაზრებას თითქოს მხარს უჭერს დ. ბერძენიშვილიც, რაკი თორის ქვეყანას იმთავითვე დაწინაურებული ადგილი ეკავა ხე-ტყის სააღმშენებლო მასალის დამზადების თვალსაზრისით. ჩვენი ვარაუდით კი რველის თავდაპირველობაში (უძველესობაში) ეჭვის შეტანა არ შეიძლება, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, თორის მხარის V-X საუკუნეების რუკაზე რველი არის დატანილი და არა რვილი. ამას გარდა (და ეს, ვფიქრობთ, ყველაზე არსებითია!) რველი „წესიერი“, „კანონიერი“ წარმოშობის უძველესი ტოპონიმია; იგი, ჩვენი ღრმა რწმენით, შეიცავს -ელ სადაურობის სუფიქსს, როგორც ეს სანებ-ელ, ურავ-ელ, ქარ-ელ, ახატ-ელ, ყვარ-ელ. ტოპონიმებში დასტურდება. ძირისეულ მასალად გვრჩება რვ-, რომელიც უეჭველად რუ სიტყვისგან მოდის და თორის მხარეში არსებულ ძველი სოფლის რუისის სახელს უნდა უკავშირდებოდეს. მაშასადამე, რველი რუ-ელ-ს ანუ რუის-ელ-ს („რუისიდან ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასული ადამიანი“) ნიშნავს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები