საეკლესიო იერარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საეკლესიო იერარქია - დაქვემდებარება სასულიერო პირებს შორი.

ეკლესია განარჩევს სასულიერო პირთა ორ სახეს: თეთრ და შავ სამღვდელოებას. შავ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან ბერად აღკვეცილნი. ის ბერი, რომელსაც სასულიერო ხარისხი არ აქვს, იურიდიულად ერისკაცის თანასწორად განიხილება ნიკეის II მსოფლიო საეკლესიო კრების მე-5 კანონის მიხედვით.

მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს სასულიერო პირთა სამი ხარისხი:

დიაკონი და მღვდელი შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ისე შავი სამღვდელოების წარმომადგენელი, ხოლო რაც შეეხება მღვდელმთავარს, იგი სავალდებულოა, რომ ბერი იყოს.

დიაკონთა შორის თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლები არიან დიაკონი და პროტოდიაკონი, ხოლო შავი სამღვდელოების - იეროდიაკონი (ბერდიაკონი) და არქიდიაკონი.

მღვდელთა შორის თეთრ სამღვდელოებას მიეკუთვნებიან: მღვდელი, დეკანოზი და პროტოპრესვიტერი, ხოლო შავ სამღვდელოებას - მღვდელ-მონაზონი, იღუმენი და არქიმანდრიტი.

მღვდელმთავართა შორის გამოირჩევა სამი პატივი:

სამღვდელმთავრო კანდიდატის გამორჩევა ხდება წმიდა სინოდის მიერ. საეკლესიო კანონებით, სამღვდელმთავრო ხელდასხმას აღასრულებს ორი ან სამი მღვდელმთავარი, ხოლო სამღვდელო და სადიაკვნო კანდიდატისთვის საკმარისია ერთიც

მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი სამღვდელმთავრო პატივია, მაგრამ შესაძლოა, რომ ისინი მიუთითებდნენ საეკლესიო თანამდებობაზე. ასე მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიის მეთაურნი ატარებენ შემდეგ ტიტულს: „უნეტარესი, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა (საბერძნეთისა)“. ამ შემთხვევაში სიტყვა „მთავარეპისკოპოსი“ მიუთითებს არა პატივზე, არამედ საეკლესიო წოდებაზე ანუ თანამდებობაზე, მეთაურის ტიტულზე.

მართლმადიდებელი ეკლესიების სამეთაურო ტიტულები

ქალთა საეკლესიო ხარისხები

მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით ქალთა ღვთისმსახურებად კურთხევა დაუშვებელია. თუმცა ქალებს აქვთ მონაზვნობის უფლება და, შესაბამისად, არსებობს ქალთა სამონაზვნო ხარისხები:

დედათ-დიაკონი დიაკვნის სამღვდელო ხარისხთან არ უნდა გავაიგივოთ. რაც შეეხება იღუმენიას, იგი ჩვეულებრივ დედათა მონასტრის წინამძღვარს ეწოდება.

წყარო

დავით ჩიკვაიძე, საეკლესიო სამართალის საკითხები, თავი I. ეკლესია §2. საეკლესიო ხელისუფლება და სამღვდელო იერარქია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები