სამოქალაქო ომი ჩინეთში 1946-49

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამოქალაქო ომი ჩინეთში

სამოქალაქო ომი ჩინეთში 1946-49 - გადამწყვეტი სამხედრო დაპირისპირება ჩინელ ნაციონალისტებსა (ჩან კაიში) და კომუნისტებს (მაო ძედუნი) შორის.

იაპონელების განდევნის შემდეგ ჩინეთში (ჩინეთ-იაპონიის ომი 1937-45), ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობა იყო. ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებს აკონტროლებდნენ ნაციონალისტები. მათ მხარს უჭერდა აშშ, ხოლო კომუნისტებს, რომელთა ძირითადი ბაზები ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იყო, სსრ კავშირი ეხმარებოდა. ამ უძლიერესი სახელმწიფოების სწარფვამ, გაეზარდათ თავისი გავლენის სფერო აღმოსავლეთ აზიაში, მნიშვნელოვანწილად განაპირობა სამოქალაქო ომის აქტივიზაცია ჩინეთში.


ჩან კაიშიმ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ჩინეთის აღიარებული ლიდერი იყო, 1946 წლის ივნისში დაძრა თავისი არმია (4 მლნ. კაცი) კომუნისტების წინააღმდეგ. კომუნისტების ჯარები (1,2 მლნ.) თავდაპირველად უკან იხევდნენ. 1947 წლის შუა პერიოდში, როდესაც მათი ძალები 2 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო ნაციონალისტებისა 1 მლნ-ით შემცირდა, სტრატეგიულ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 1948-49 წლებში ნაციონალისტების მთავარი ძალები გაანადგურეს. კომუნისტებმა 1949 წლის იანვარში აიღეს პეკინი, აპრილში – ნანკინი, მაისში – შანხაი.

1949 წლის 1 ოქტომბერს მაო ძედუნმა გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა. იმავე წლის მიწურულს ქვეყნის ძირითადი ნაწილი უკვე მისი კონტროლის ქვეშ იყო ჩან კაიშიმ ნაციონალისტთა არმიის ნარჩენებით კუნძულ ტაივანს შეაფარა თავი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები