სამუელი (ისრაელის მსაჯული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამუელი

სამუელი - (დაახლ. ძვ.წ. XI-X სს.) – ისრაელის უკანასკნელი მსაჯული. სამუელი მღვდელმთავარ ილის აღზრდილი იყო და უფლის მოძრავ ტაძარში მსახურობდა. რადგან ილი სუსტი მმართველი იყო, ისრაელი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა და უამრავი მტრისაგან, რომელთა შორის ფილისტიმელები გამოირჩეოდნენ, თავის დაცვას ვერ ახერხებდა. ფილისტიმელებმა ორჯერ დაამარცხეს ებრაელები ბრძოლაში და აღთქმის კიდობანი წაართვეს მათ.

სამუელის მსაჯულობა ისრაელისთვის ბევრად უფრო წარმატებული გამოდგა. მან დაიბრუნა ფილისტიმელებისგან აღთქმის კიდობანი, ხალხს წარსული დიდება მოაგონა, ჯარი შეკრიბა, ხალხი შეაიარაღა და მოამზადა. სამუელმა ქვეყნის გაერთიანებისთვის და გაძლიერებისთვის გადაწყვიტა, რომ ისრაელს მეფე უნდა ჰყოლოდა და მეფედ საულ კიშის ძე აირჩია. საულმა დაამარცხა ფილისტიმელები და ისრაელის სხვა მტრები. მისი მმართველობისას ისრაელი სამეფოდ ჩამოყალიბდა, თუმცა მალე მან ბევრი შეცდომა დაუშვა და სამუელის თვალში ძალიან დაკნინდა. ამიტომ მოხუცმა მსაჯულმა მეფედ დავით იესეს ძე აკურთხა, თუმცა საულის სიკვდილამდე მან გამეფება ვერ მოახერხა. სამუელი 88 წლისა გარდაიცვალა და რამაში დაკრძალეს.






წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები