სანაპირო დაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანაპირო დაცვა – ზოგიერთ სახელმწიფოთა სპეციალიზებული სამხედრო სამსახური, რომელიც ახორციელებს კონტროლს ტერიტორიული და შიდა წყლების, საზღვაო ეკონომიკური ზონის და სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი კონტინენტური შელფის სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე.

სანაპირო დაცვის ფუნქციაა: ზღვაოსნობის უსაფრთხოება, საჭიროების შემთხვევაში გემების და საფრენი აპარატების დახმარება, დაზვერვის და ამინდის სამსახურის წარმართვა, თევზჭერის ნორმების დაცვა, კონტრაბანდასთან ბრძოლა, აგრეთვე ზღვის აკვატორიაში გარემოს და რადიაციული ვითარების მონიტორინგი.

მის შემადგენლობაში შედიან: საპატრულო ხომალდები და კატარღები, ყინულმჭრელები, გემსაწევები, ჰიდროგრაფიული ხომალდები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები, სანაპირო რადიოტექნიკური და სათვალთვალო საგუშაგოები. მაგალითად, აშშ-ის სანაპირო დაცვის ძალები ომის დროს სამხედრო-საზღვაო ძალების რეზერვს წარმოადგენენ და შესაძლოა მათი გამოყენება წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისათვის. ასევე სანაპირო ზოლის კომუნიკაციების დაფარვის, ბაზების, პორტების, საღუზე სადგომების აკვატორიების დაცვისა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებებისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები