სასხორის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასხორის კოშკი - კოშკი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასხორის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხეობაში, სოფელ ნიჩბისისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. თარიღდება XVII საკუკუნით.

კოშკი ოთხსართულიანია (7,3X7,35 მ, სიმაღლე 14,1 მ) , ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი მეორე სართულზეა, სამხრეთ-დასავლეთით, კიბეები კედელშია დატანილი. პირველსა და მეორე სართულებს ხის გადახურვა ჰქონია, მესამე სართული აგურის კამარითაა გადახურული. სათოფურები ყველა სართულზეა, სარკმლები — მხოლოდ მესამე სართულზე. მეორე სართულზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში ნიშებია, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთისაში — საპირფარეშო. მესამე სართულზე, ჩრდილო-დასავლეთით, აივანზეგასასვლელი კარია (ამჟამად ჩანგრეულია), ჩრდილო-აღმოსავლეთით ბუხარი. გარედან საბრძოლო ხვრელობები გადახურულია ქვის ზღუდარებით. მხოლოდ მესამე სართულის ორ სარკმელს აქვს აგურის თაღი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები