საუნივერსიტეტო თეატრები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საუნივერსიტეტო თეატრები – სამოყვარულო თეატრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა.

ბევრ ქვეყანაში საუნივერსიტეტო თეატრი ორგანულად გამომდინარეობდა სასკოლო თეატრის ტრადიციებიდან. თანამედროვე საუნივერსიტეტო თეატრი განსხვავებულია მხატვრული დონის და მოღვაწეობის სპეციფიკის თვალსაზრისით. იგი მოწოდებულია ახალგაზრდებს გაუღვივოს ინიციატივა, მოქალაქეობრიობა, განუვითაროს გემოვნება.

კომერციული თეატრებისაგან განსხვავებით, საუნივერსიტეტო თეატრები თავისუფლად ატარებენ ექსპერიმენტებს, დგამენ ახალგაზრდა დრამატურგების პიესებს. საუნივერსიტეტო თეატრები ძალზედ პოპულარულია ინგლისში და აშშ-ში (ქ. მარლოს სახელობის თეატრალური საზოგადოება კემბრიჯის უნივესიტეტში, დაარს. 1885 წ.); კოლუმბიის უნივერსიტეტის თეატრი (დაარს. 1954 წ.,); ასევე სხვა ქვეყნებში: საუნივერსიტეტო თეატრი პადუაში (დაარსდა 1910 წ.); ტოკიოს უნივერსიტეტთან არსებული სტუდენტური დრამატული კლუბი (დაარსდა 1924 წ.); ჰელსინკის სტუდენტური თეატრი (დაარსდა 1926 წ.).

რეგულარულად ტარდება საუნივერსიტეტო თეატრების დათვალიერება-ფესტივალები (ინგლისში, საფრანგეთში. პოლონეთში და სხვ.). ისინი მონაწილეობენ საერთაშორისო ფესტივალებში 1956 წლიდან (მონაკო, პარმა, ვენეცია, ზაგრები, ბრიუსელი, ბუქარესტი, ესსენი, პარიზი, ნანსი და სხვ.), სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალებში, აწყობენ გასტროლებს თავის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

საუნივერსიტეტო თეატრი გამორჩეულია თეატრალური სახეობების მრავალფეროვნების თვალსაზრისითაც. აქ იდგმება თოჯინური, საესტრადო, საცირკო, საკარნავალო სპექტაკლები.

XX საუკუნის საქართველოში საუნივერსიტეტო თეატრი არსებობდა თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები