საწყისი მდგომარეობა (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საწყისი მდგომარეობა – მდგომარეობა, რომელიც ჯარებს უკავიათ მოწინააღმდეგესთან უშუალო შეხების დროს შეტევაზე (კონტრშეტევაზე) გადასასვლელად.

საწყის მდგომარეობაში ჯარები განლაგდებიან დაჯგუფებაში, რომელიც გაშლილია მეთაურის (სარდლის) გადაწყვეტილების შესაბამისად მომავალი მოქმედებებისათვის, იმყოფებიან საფრებში და განუხრელად ასრულებენ შენიღბვის და დაცვის ღონისძიებებს. ამასთან,

საწყის მდგომარეობაში ფარულად ეწყობა ღონისძიებები შეტევისათვის მოსამზადებლად (მომზადების დასასრულებლად), მკაცრად იცავენ ჯარების საქმიანობის დადგენილ რეჟიმს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები