სახელმწიფოს სამობილიზაციო შესაძლებლობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელმწიფოს სამობილიზაციო შესაძლებლობები − ქვეყნის ეკონომიკის მშვიდობიანიდან ომიანობის მდგომარეობაზე გადსვლის დროს ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოიყენების უნარი შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო გაშლის, ფრონტის და ზურგის საჭიროებების სტაბილური უზრუნველყოფისათვის. ეფუძნება წინაპირობების დროულ შექმნას ომის წარმოებისთვის და არმიის დაკომპლექტებისათვის მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

სახელმწიფოს სამობილიზაციო შესაძლებლობების ზოგადი შეფასება გულისხმობს ყველა იმ ძირითადი ფაქტორის აღრიცხვას და ანალიზს, რომლებიც უზრუნველყოფენ ომის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამოსავალი წინაპირობაა ომის მატერიალური მოთხოვნილებების და ეკონომიკის შესაძლებლობების განსაზღვრა, რათა დაკმაყოფილდეს მოთხოვნილებები არსებული სამხედრო მრეწველობის გაზრდის გზით. დროებითი ნიშნების მიხედვით სახელმწიფოს სამობილიზაციო შესაძლებლობები შეიძლება შეიქმნას წინასწარ ან ომის პროცესში. სახელმწიფოს სამობილიზაციო შესაძლებლობების შექმნა, მათი რეალიზაცია უმთავრესად დამოკიდებულია სახელმწიფოს მარეგულირებელ როლზე, საზოგადოების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოდელზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები