საჯარისო არტილერია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჯარისო არტილერია - (ზოგიერთი ქვეყნის არმიებში საველე არტილერია), არტილერია, რომელიც შედის საერთო-საჯარისო გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების შემადგენლობაში. საორგანიზაციო-საშტატო კუთვნილების მიხედვით იყოფა არმიის, კორპუსის, დივიზიის, პოლკის და ბატალიონის არტილერიად.

სარჩევი

არმიის არტილერია

არმიის არტილერია, საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან არმიის სარდლობას. შეიარაღებაში აქვთ შორსმსროლელი საარტილერიო სისტემები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. განკუთვნილია არმიის მთავარი დაჯგუფების საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად, მოწინააღმდეგის არტილერიასთან ბრძოლისათვის და მთავარ მიმართულებებზე მოქმედი დივიზიების გასაძლიერებლად.

ბატალიონის არტილერია

ბატალიონის არტილერია, საშტატო საარტილერიო ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან ბატალიონის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც გამოირჩევიან მცირე მასით და გაბარიტით, მაღალი მობილურობით და სწრაფსროლით. განკუთვნილია ბრძოლაში ქვეითი ქვედანაყოფების უშუალო ხარდაჭერისათვის.

დივიზიის არტილერია

დივიზიის არტილერია, საშტატო-საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან დივიზიის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ თვითმავალი და საბუქსირე საარტილერიო ქვემეხები (ნაღმსატყორცნები), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. მოქმედებს დივიზიის მთავარი დაჯგუფების საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად და ქვეითი (მოტოქვეითი), სატანკო პოლკების (ბრიგადების) გაძლიერებისათვის მთავარ მიმართულებაზე.

კორპუსის არტილერია

კორპუსის არტილერია, საარტილერიო ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან კორპუსის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ შორსმსროლელი საარტილერიო სისტემები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. განკუთვნილია კორპუსის მთავარი დაჯგუფების საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად, მოწინააღმდეგის არტილერიასთან ბრძოლისათვის და მთავარ მიმართულებებზე მოქმედი დივიზიების გასაძლიერებლად.

პოლკის ან ბრიგადის არტილერია

პოლკის ან ბრიგადის არტილერია, საშტატო საარტილერიო ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან პოლკის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ უპირატესად თვითმავალი საარტილერიო ქვემეხები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. განკუთვნილია მთლიანად პოლკის ინტერესებში შემავალი შესაბამისი საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად, აგრეთვე მთავარ მიმართულებაზე ბატალიონების გაძლიერებისათვის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები