სოლომონია დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით სოლომონია

დავით სოლომონია − (DAVID SOLOMONIA), ქართველი დიპლომატი, 2017 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – აკრედიტებული პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლუმბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში.

დაიბადა 23 ნოემბერი, 1973 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1990-1995 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქ. თბილისი. სამთო საქმესა და გეოლოგიაში ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი; 1998 − კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, ქ. ჰააგა, ჰოლანდია.

სამუშაო გამოცდილება:
1995-1996 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების ატაშე;
1996-1997 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების მეორე მდივანი;
1997-1998 − გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომი, პირველი მდივანი;
1998-1999 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
1999-2003 − საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ. ათენი პირველი მდივანი;
2003 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2003-2005 − მინისტრის სამდივნო დეპარტამენტის დირექტორი;
2006 − ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
2006-2010 − ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქარველოს საელჩო, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობა, ქ. ბრიუსელი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2010 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო დეპარტამენტი, ანალიზისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსი;
2010-2013 − ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქარველოს საელჩო, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობა, ქ. ბრიუსელი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2014-2017 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
ღირსების ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები