გაიანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

გაიანა (Gayana – კოოპერაციული რესპუბლიკა გაიანა)სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ქვეყნის ჩრდილოეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთით – ვენესუელა, სამხრეთ-დასავლეთით – ბრაზილია, აღმოსავლეთით – სურინამი.

ფართობი – 215 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 761,4 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი – ქ. ჯორჯტაუნი.

ადმინისტრაციულად იყოფა 10 ოლქად. გაიანა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კრება (ერთპალატიანი პარლამენტი).

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1966 წლის 26 მაისს.

ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა. მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია ბოქსიტების მოპოვებაში.

საზღვაო პორტებია: ჯორჯტაუნი, ფორტ-უელინგტონი, ნიუ-ამსტერდამი.

საერთაშორისო აეროპორტია – ტიმეხრი (ჯორჯტაუნი).

შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა 1,1 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 0,9 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 0,1 ათ. და სანაპირო დაცვა 0,1 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები