სპეციალური დამუშავება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპეციალური დამუშავება - ჯარების, რომლებმაც განიცადეს რადიოაქტიური, მომწამვლელი ნივთიერებით დასნებოვნება, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის გაუსნებოვნების (დეგაზაცია, დეზაქტივაცია და დეზინფექცია) ჩატარება და მათი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება. შეიძლება იყოს ნაწილობრივი და სრული.

ნაწილობრივი სპეციალური დამუშავება ტარდება დასახული ამოცანების შესრულების შეწყვეტის გარეშე – ადამიანის კანის ღია ადგილების, დაცვის საშუალებების, ტანსაცმლის, აღჭურვილობის, აგრეთვე პირადი იარაღის და ტექნიკის დეტალების, (რომლებთანაც მომსახურე პერსონალს უშუალი შეხება ჰქონდა) გაუსნებოვნებით.

სრული სპეციალური დამუშავება ტარდება დასახული ამოცანის შესრულების შემდეგ და ჯარების გაყვანით სუფთა რაიონში. ხორციელდება მთელი ქონების, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და ჯარების გაუსნებოვნებით და პირადი შემადგენლობის სრული სანიტარიული დამუშავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები