სტრატეგიული თავდაცვითი საჰაერო-კოსმოსური ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრატეგიული თავდაცვითი საჰაერო-კოსმოსური ოპერაცია - მიზნების, ამოცანების, ადგილის, დროის მიხედვით შეთანხმებული, ურთიერთდაკავშირებული ოპერაციების და საბრძოლო მოქმედებების ერთობლიობა. ახორციელებენ შეიარაღებული ძალების სახეობების გაერთიანებები (შენაერთები) ერთიანი ჩანაფიქრითა და გეგმით სტრატეგიული ამოცანების კომპლექსის შესასრულებლად. ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მოქმედების ფორმა.

სტრატეგიული თავდაცვითი საჰაერო-კოსმოსური ოპერაციის მიზანი შეიძლება იყოს: მოწინააღმდეგის სტრატეგიული საჰაერო-კოსმოსური შეტევითი (სტრატეგიული საჰაერო შეტევითი) ოპერაციის ჩაშლა (მოგერიება); მისი საავიაციო, ბირთვულ-სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის დაჯგუფების განადგურება (დასუსტება); მტრის შემოჭრის ჩაშლა; მისი სტრატეგიული და ოპერატიული რეზერვების განადგურება და სხვა.

პირველი სტრატეგიული თავდაცვითი საჰაერო-კოსმოსური ოპერაცია მზადდება მშვიდობიანობის დროს. დანარჩენი ოპერაციები იგეგმება და ხორციელდება ვითარებისა და წინა ოპერაციის შედეგების შეფასების შემდეგ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები