სულფატმედეგი ცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულფატმედეგი ცემენტიცემენტის სახეობა, რომელიც მდგრადია სულფატური აგრესიის მიმართ. ესაა სულფატმედეგი პორტლანდცემენტი, სულფატმედეგი წიდაპორტლანდცემენტი და პუცოლანიანი პორტლანდცემენტი. საერთოა კლინკერში და წიდაში Al2O3 შემცველობის შეზღუდვა – არაუმეტეს 8%. ჰიდრავლიკური დანამატების რაოდენობა დამოკიდებულია მათ აქტიურობაზე (5-10%), პუცოლანიან ცემენტში – 20-30%. რეგლამენტირებულია აგრეთვე ცემენტში ტუტე ოქსიდების (Na2O+K2O) შემცველობა; განსაკუთრებით თუ სულფატმედეგი პორტლანდცემენტი განკუთვნილია ისეთი ბეტონის და რკინაბეტონის ნაგებობების დასამზადებლად, სადაც გამოიყენება აქტიური (რეაქციაუნარიანი) შემვსები. ასეთი ცემენტები ფართოდ გამოიყენება აგრესიულ გარემოში მომუშავე სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები