სუმბატ დავითის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუმბათ დავითის ძე – (XI ს.), ისტორიკოსი, ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს მემატიანე, ავტორი თხზულებისა „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონიანთა…“ ე. თაყაიშვილის ვარაუდით, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გვარიშვილი იყო. მისი თხზულება ადამის ამბით იწყება და ბაგრატ მეოთხის მეფობის შუა წლებზე წყდება. პოლიტიკური ორიენტაციით აზნაურთა მოძულე და ბაგრატიონთა მადიდებელი ჩანს. თხზულების წყაროდ მიჩნეულია „მატიანე ქართლისა“ (კ. გრიგოლია). მიუხედავად მშრალი და ერთფეროვანი თხრობისა, „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონიანთა…“ მნიშვნელოვანი საისტორიო ძეგლია, განსაკურებით მდიდარი ქრონოლოგიური ცნობებით.

ტექსტი

  • ქართლის ცხოვრება, I, 1955.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები