სხირტლაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი სხირტლაძე

გიორგი სხირტლაძე — (დ. 9 ნოემბერი, 1932, მთისკალთა, ონის რეიონი — გ. 25 მარტი, 2008, თბილისი). ქართველი სპორტსმენი, თვისუფალი სტილის მოჭიდავე (79 კგ). 1956 წლის მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები ­ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, 1960 წლის რომის XVII ოლიმპიური თამაშებში - ვერცხლის. მსოფლიოს ჩემპიონი (1959) და ვერცხლის პრიზიორი (1957), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1954, 57, 60) და სამგზის მეორე (1953, 55, 58) პრიზიორი, სსრკ­-ის I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956) და II სპარტაკიადის (1959) ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიო თასის (1958) ვერცხლის მედალოსანი, სტუდენტთა მსოფლიო თამაშების (1954) ჩემპიონი). სსრკ-­ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

სარჩევი

1956 წლის ოლიმპიური თამაშები

79 კგ,15 მონაწილე
1. ნიკოლა სტანჩევი (ბულგარეთი)
2. დანიელ ჰოჯი (აშშ)
3. გიორგი სხირტლაძე (სსრკ)
I წრე ­ ქულებით (0:3) წააგო ნიკოლა სტანჩევთან (ბულგარეთი); II წრე ­ წმინდად (2,15) დაამარცხა ნიკოლას არკალეი (ფილიპინები); III წრე ­ წმინდად (4,10) მოუგო ჰერმანუს ვან ზილს (სამხრეთ აფრიკის კავშირი); IV წრე ­წმინდად (7,40) დაამარცხა იოჰან შტერი (გერმანიის გაერთიანებული გუნდი); V წრე ქულებით (2:1) სძლია ისმეთ ათლის (თურქეთი); VI წრე ­ წმინდად (11,00) დამარცხდა დანიელ ჰოჯთან (აშშ).

1960 წლის ოლიმპიური თამაშები

19 მონაწილე
1. ჰასან გუნგორი (თურქეთი)
2. გიორგი სხირტლაძე (სსრკ)
3. ჰანს ანტონსონი (შვედეთი)
I წრე ­ წმინდად დაამარცხა (1,23) მოჰამედ ასიფ ხოკანი (ავღანეთი); II წრე ­ სუფთად (9,22) მოუგო გეორგ უტცს (გერმანიის გაერთიანებული გუნდი); III წრე ­ ქულებით წააგო ედვარდ დევიტთან (აშშ); IV წრე ­ ქულებით სძლია მადჰო სინგჰს (ინდოეთი); V წრე ­ ფრე ჰანს ანტონსონთან (შვედეთი) შეხვედრაში.

იხილე აგრეთვე

გიორგი სხირტლაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები