ტაბუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაბურიტუალი, აკრძალვა რაიმე საგნის, მოქმედების, სიტყვის, საჭმლის... ტაბუს დარღვევა თითქოს ღვთაებათა განაწყენებას იწვევს, რასაც დამნაშავის დასჯა მოყვება. ტაბუ წარმოიშვა პირველყოფილი ხალხების რელიგიაში ზებუნებრივი ძალების რწმენათა და წარმოდგენათა გაჩენასთან „ერთად. კლასობრივი საზოგადოების აღმოცენების შემდეგ ტაბუმ შეიძინა სოციალური მნიშვნელობა და კულტის მსახურებმა ხალხზე ბატონობის იარაღად გამოიყენეს. ტაბუსთან დაკავშირებული ცრურწმენები და წეს-ჩვეულებანი ფართოდ აისახა ქრისტიანთა და იუდეველთა რელიგიებში. ბიბლია კრძალავს ღვთაებათა სახელების წარმოთქმას, მორწმუნეთა მიერ მარხვაში სახსნილო საჭმლის მიღებას, უქმე დღეებში მუშაობას, საკურთხეველში ქალთა შესვლას და სხვ.

არსებობს ე. წ. ფოლკლორული ტაბუ. ინდიელთა რწმენით, თუ დღისით ზღაპარს იტყვიან, გველი მივა და ხალხს დააზიანებს. სამხრეთ აფრიკის ბეჩუანები მზის ჩასვლამდე ზღაპრებს არ მოყვებიან, მოამბეს თავზე ღრუბლები დააცვივაო. ანალოგიური რწმენის გადმონაშთი ქართველ ტომთა შორის დღემდეა შემორჩენილი. აღმისავლეთ საქართველოში მთქმელი ხშირად აღნიშნავს: „დღე ზღაპარის თქმა არ ვარგაო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაბუირების რთული სისტემა, ქართულ სამონადირეო ტრადიციებს რომ უკავშირდება.

ნ. შამანაძე


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946, გვ. 73;
  • ელ. ვირსალაძე, ქართული სამონადირეო ეპოსი, 1964, გვ· 26


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები