ტალახაძე ლაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაშა ტალახაძე რიო დე ჟანეიროს
ოლიმპიურ თამაშებზე: ატაცი - 215, კგ,
აკვრა - 258 კგ, ორჭიდი - 473 კგ

ლაშა ტალახაძე — დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს, საჩხერეში. ძალოსანი (+105კგ). XXXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2016, რიო დე ჟანეირო), მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური მრავალგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს სამგზის (2015, 2017, 2018) და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (2016, 2017, 2018, 2019), 2017 და 2018 წლების მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი. 20-წლამდელთა შორის ევროპისა (2011) და მსოფლიოს ჩემპიონი (2013). ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის (2016). ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. 2016, 2017 , 2018 წლების საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.

16 აგვისტო, რიო, ოლიმპიური თამაშები, „რიოცენტროს“ დარბაზი, მეორე პავილიონი. ადგილობრივი დროით საღამოს 8 სააათი. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერი, ოლიმპიური გუნდის იმედი ლაშა ტალახაძე (+105 კგ) ოქროს მედალს უტევს.

ლაშა ტალახაძე

თბილისი, 17 აგვისტო, ღამის 3 საათი. ღამის სიჩუმეს შორიდან მოსული კანტიკუნტად მოსიარულე ავტომობილების ხმა და ძაღლების ყეფა არღვევს. ფანჯრებიდან ტელევიზორის 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა მკრთალი სინათლე მოკიაფობს ­ დედაქალაქს არ სძინავს, უჩვეულო, არაბუნებრივი სიმშვიდით და მოლოდინით ცხოვრობს. ტალახაძე რიოში გაშლილი ფიცარნაგის ბატონ­პატრონია, შტანგას ბუმბულივით ატრიალებს ­ 215 კილოგრამი ატაცში, 258 კილოგრამი აკვრაში, 473 კილო ორჭიდის ჯამში, მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდი და რიო 2016­-ის პირველი ოქროს მედალი საქართველოს!

რიოში ქართული ემოციების ზღვა გადმოდის, ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილი და დიდი გნიასია. თბილისი, და, ცხადია, მთელი საქართველო ასევე ფეხზე დგას – როცა ტალახაძემ ბოლო საჩემპიონო წონა დაძლია, ღამის სიმშვიდე ფანჯრიდან შემოსულმა რაღაც არაამქვეყნიურმა ყვირილმა გაჰკვეთა ­ „ჩემპიონია! ჩემპიონია!“ ეს თბილისური ღამე სულ სხვანაირი იყო. იოლი გასარჩევი არ გახლდათ პატარა ბიჭის თუ გოგონას, ახალგაზრდა ქალის თუ ჭარმაგი მამაკაცის აღტაცებული ხმები, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა მხრიდან ძალუმად მოდიოდა.

ფიცარნაგზე ამაყად მდგარი ლაშა ტალახაძე ქართულ დროშას აფრიალებდა. თითქოს ერთმანეთს შეერწყა ქართველთა ბრაზილიური და თბილისური ჟრიამულის ხმები. იქაც და აქაც დიდი სიხარული სუფევდა.

„რაც 16 აგვისტოს ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ეს იყო უფლის ნება, სწორედ ამ რწმენით ავედი უმაღლეს საფეხურზე. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, მათი თითოეული სიტყვა გულს მიხარებდა და მაძლიერებდა, ვგრძნობდი უსაზღვრო მხარდაჭერას და ეს ყველაფერი ბრძოლის უნარს მიათმაგებდა“, –­ დაწერა მოგვიანებით ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში

ლაშა ტალახაძე ოლიმპიურ ოქროს შესაშური სიმშვიდით შეხვდა. ასეთი დამაჯერებელი გამარჯვებით ბევრი ტიტულიანი სპორტსმენი ვერ დაიკვეხნის. ქართველი მთაკაცის სიძლიერე კონკურენტებმაც ერთხმად აღიარეს და დააფასეს. სასიამოვნო და საამაყო საცქერი იყო, ლაშას მთავარ კონკურენტად მოაზრებული ირანელის, ლონდონის ოლიმპიადის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, აზიის თამაშების ორგზის და აზიის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულის, ბეჰდად სალიმის ჟესტი, როცა ფიცარნაგზე გასული ტალახაძის შემხედვარემ, მოსათელ დარბაზში მყოფმა, ჩვენებურს ტაში გულიანად დაუკრა და დელეგაციის ქართველ წევრებს გამარჯვება მიულოცა.

იხილე აგრეთვე

ლაშა ტალახაძე

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები