ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება - შეიარაღების სახეობა ჯავშანტექნიკის დაზიანებისთვის. თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სახით გამოიყენება სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი საშუალებები. ესენია: ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ტანკსაწინააღმდეგო ზარბაზნები, საავიაციო ბომბები, საინჟინრო ნაღმები, ყუმბარსატყორცნები, ხელყუმბარები; ასევე – საერთო დანიშნულების საშუალებები – საველე არტილერია, ჯავშანსატანკო შეიარაღება და სხვა.

დიდ მანძილზე ტანკებთან ბრძოლისთვის შესაძლოა გამოიყენონ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, სახმელეთო დამრტყმელი რაკეტები, ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსები. მათი რაკეტების (რეაქტიული ჭურვების) საბრძოლო ნაწილები აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო კასეტური საბრძოლო ელემენტებით ან ნაღმებით დისტანციური დანაღმვისთვის.

ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებისთვის ძირითადი მოთხოვნებია: ჯავშანგამტარიანობა, ნამდვილი ცეცხლის მანძილი და მიზნის დაზიანების ალბათობა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები