ტერსტოუნი ლუის ლეონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერსტოუნი ლუის ლეონ

ტერსტოუნი ლუის ლეონ - Thurstone Louis Leon, Тёрстоун Луис Леон, 1887-1955

ამერიკელი ფსიქოლოგი, ფსიქომეტრიის ერთ-ერთი პიონერი, ინტელექტისა და ატიტუდების ცნობილი მკვლევარი. იყო ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში ფაქტორული ანალიზის გამოყენების ერთერთი ინიციატორი. ჩამოაყალიბა ინტელექტის მულტიფაქტორული თეორია.

თავდაპირველად ინჟინრობას დაეუფლა. ფსიქოლოგიის შესწავლას შეუდგა 1914 წლიდან კარნეგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სადაც შემდგომში მუშაობდა პროფესორად. 1924 წლიდან ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი იყო, სადაც ფსიქომეტრიული ლაბორატორია დააარსა. იყო რამდენიმე სოლიდური ფსიქოლოგიური ჟურნალის რედაქტორი, APA-ს პრეზიდენტი (1936) და ფსიქომეტრიული საზოგადოების პრეზიდენტი (1936).

ტერსტოუნი უარყოფდა ჩ. სპირმენის მიერ შემოღებული ინტელექტის განმსაზღვრელი ერთიანი, „გენერალური ფაქტორის” არსებობას და მიაჩნდა, რომ ინტელექტი არის რამდენიმე დამოუკიდებელი პირველადი უნარის ერთობლიობა. ეს მულტიფაქტორული მოდელი პირველად გადმოსცა წიგნში „პირველადი გონებრივი უნარები” (1938) {პირველადი ფონებრივი უნარები}.

ინტელექტის მრავალფაქტორიანი მოდელის და მისი მოდიფიკაციების საფუძველზე შემუშავებულია მრავალი ტესტი უნარ-თვისებათა სტრუქტურის გამოსავლენად. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია „ზოგად უნართა ტესტების ბატარეა” (General Aptitude Test Battery, GABT), ამტჰაუერის ინტელექტის სტრუქტურის ტესტი (Amthauer Intelli-genz-Struktur-Test, I-S-T) და სხვა მრავალი ინტელექტის ტესტი.

ტერსტოუნმა თანამშრომლებთან ერთად შექმნა ატიტუდების გამზომი სკალები [ტურსტონის სკალა]. მათი საშუალებით გაზომეს სხვადასხვა ჯგუფების დამოკიდ {პირველადი გონებრივი უნარები} ებულება ომის, სიკვდილით დასჯის, საზოგადოებრივი ინსტიტუტების, ეკლესიის, ცენზურის, სხვადასხვა ერების, რასების, ზნე-ჩვეულებათა და სხვათა მიმართ. პირველად ასეთი სკალა შეადგინეს და გამოიყენეს 1929 წელს, როდესაც შეისწავლებოდა ამერიკელთა დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ამჟამად ატიტუდების სკალები ძალზე ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში, მათ შორის საქართველოში სოციალურ განწყობათა კვლევისას {სოციალური ფსიქოლოგია საქართველოში; მიღების ზონა}. ტერსტოუნმა სათავე დაუდო ფსიქომეტრიის ამ მიმართულებას.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები