ტოპოგეოდეზიური უზრუნველყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოპოგეოდეზიური უზრუნველყოფა - ღონისძიებების კომპლექსი დასახული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისათვის საჭირო ტოპოგრაფიული მონაცემების მოსამზადებლად და შტაბებსა და ჯარებში დასაგზავნად; ოპერატიული (საბრძოლო) უზრუნველყოფის სახეობა.

მოიცავს:

  • საწყისი ასტრონომიულ-გეოდეზიური და გრავიმეტრიული მონაცემების მომზადებას და ჯარებისათვის დაგზავნას;
  • ტოპოგრაფიული რუკების მარაგის შექმნას, მათ პერიოდულ განახლებას, დაგროვებას, ამ რუკებით შტაბებისა და ჯარების უზრუნველყოფას, ადგილმდებარეობის სპეციალური რუკების და ფოტოდოკუმენტების დამზადებას, გამოცემას და ფოტოდოკუმენტებით ჯარების უზრუნველყოფას;
  • ტოპოგრაფიულ დაზვერვას.

ტოპოგეოდეზიური უზრუნველყოფას ორგანიზაციას უწევენ შტაბები, ახორციელებენ ტოპოგეოდეზიური სამსახურები, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალებში - ჰიდროგრაფიული ქვედანაყოფები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები