ტრანსლიტერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრანსლიტერაცია – (< ლათ. transliteratio < trans გადა- + litera – ასო), ერთი გრაფიკული სისტემის გამოყენებით ჩაწერილი ტექსტის გადმოცემა სხვა გრაფიკული სისტემის მეშვეობით. სხვადასხვა ენის მიერ ერთი და იმავე შრიფტის გამოყენებისას (როგორიცაა, მაგ., ლათ. შრიფტი ევროპული ენებისათვის) ტრანსლიტერაცია განსხვავებული შეიძლება იყოს სათანადო ენის წერილობითი ტრადიციების მიხედვით. მაგ. ქართული გრაფემა ინგლისურად sh კომპლექსით გადმოიცემა, ფრანგულად – ch, იტალიურად – sc(i)), ხოლო გერმანულად csh კომპლექსით (მაგ., ქართული ტოპონიმის შინდისის ტრანსლიტერაცია ამ ენებში ასეთი იქნება: ინგლ. Shindisi, ფრანგ. Chindisi, იტალ. Scindisi,, გერმ. Schindisi).

ტრანსლიტერაციის გამოყენება პირველად საბიბლიოთეკო საჭიროებამ წარმოშვა (XIX. ს. დამლევს) და იგი, პირველ ყოვლისა, სხვადასხვა გრაფიკული სისტემით შესრულებული ნაშრომების ერთიან კატალოგში შეტანას ისახავდა მიზნად. სათანადო ამოცანის სრულყოფილად და მაქსიმალური სიზუსტით განსახორციელებლად მუშავდება სპეციალური ინსტრუქციები, რომლებშიც დაშვებულია სხვადასხვა პირობითი გრაფიკული (დიაკრიტიკული) ნიშნების ხმარებაც ამა თუ იმ ენის სპეციფიკური ბგერების გადმოსაცემად. მაგ. ლათინური დამწერლობით მოსარგებლე ევროპულ ენებში ნიშანი (აპოსტროფი) გამოიყენება როგორც ქართულ აბრუპტივების (მკვეთრი თანხმოვნების: კ. პ, ტ.), ისე რუსული რბილი ნიშნის (ь) გადმოსაცემად. ეს ინსტრუქციები მოგვიანებით (XX ს) საფუძვლად დაედო დამწერლობის არალათინურ სისტემების ლათინიზაციის სტანდარტს. შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაცია IS0 – (Iternational Standard Organizatioon). 1997-93 ენათმეცნიერების ინსტიტუტში დამუშავდა ქართული ანბანის ინგლისური ტრანსლიტერაციის სისტემა, რომელსაც საქართველო–აშშ II საბიბლიოთეკო კონფერენციაზე ოფიციალური რეკომენდაცია მიეცა – IS0- სათვის წარსადგენად. ეს სისტემა აპრობირებულია ინგლისურენოვან ქართველოლოგ-კავკასიოლოგთა მიერ. პრაქტიკულად ამ სისტემით სარგებლობენ ამჟამად უცხოელი სპეციალისტები ქართული ანბანის ტრანსლიტერირებისას ქართული ტექსტების გამოცემებში.

ქვემოთ წარმოდგენილია თანამედროვე ქართული ანბანის (თქა), საერთაშორისო ფონეტიკური (მეცნ) ტრანსკრიფციისა (ფტ) და ინგლისური ენის ბაზაზე ენათმეცნიერების ინსტიტუტში შემუშავებული ტრანსლიტერაციის (იტ) სისტემები.

Transliteracia.PNG


შ. აფრიდონიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები