ურ-შანაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურ-შანაბი – „ორი მესამედის მოყმე“, გილგამეშის ეპოსის პერსონაჟი, წარღვნის გმირის, უთანაფიშთის მენავე, რომელმაც იგი ნეტართა მხარეში გადაიყვანა. მასვე მიჰყავს თავისი ხომალდით გილგამეში წარღვნის გმირის სამყოფელში, „მდინარეთა დასაბამთან“ და აბრუნებს უკანვე, ურუქისაკენ. თუმცა ეპოსში ნათქვამია, რომ შამაშის მეტს არავის ძალუძს „სიკვდილის წყლების“ გადალახვა, ურშანაბისაც შესწევს ამის უნარი.

მისი სახელი ნიშნავს: „მოყმე შანაბისა“ (შანაბი – ორი მესამედი, იგულისხმება სრული რიცხვის, სამოცის ორი მესამედი, ენქის საკრალური რიცხვი).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები