ფირფიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ფირფიტა – კონსტრუქციული ელემენტი, რომლის ერთი ზომა (სისქე) გაცილებით ნაკლებია დანარჩენ ორ ზომაზე (სიგრძე, სიგანე). ფირფიტის სახეობებია: გადამხრელი, გამომყვანი, გისოსოვანი, დამცავი, დარჩილული, დასაჭერი, დეფლექტორული, დრეკადი, ვერცხლის, ვინილის, თუთიის, მაძლიერებელი, მინის, ორთოქრომატული, ოქროს, პანქრომატული, პობედიტის, საკეტი, საკონტაქტო, სამაგრი, სამიზნებელი, სასიგნალო, სპილენძის, უკუმჭრელი, ფიბრის, ფოტოგრაფიული, ქარსის, შუალედური, შუქმგრძნობიარე, ჩასადგმელი და სხვა.

ფირფიტა ეწოდება სხეულს, რომელსაც აქვს მართი პრიზმის ან მართი ცილინდრის ფორმა და ფუძის ზომებთან შედარებით მცირე სისქე (სიმაღლე).

ფირფიტის შუა სიბრტყე ეწოდება სიბრტყეს, რომელიც ფირფიტის სისქეს შუაზე ყოფს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები