ფლანგების და პირაპირების უზრუნველყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლანგების და პირაპირების უზრუნველყოფა - ოპერატიულ-ტაქტიკური ღონისძიებები და ჯარების მოქმედებები, რომელთა მიზანია მოწინააღმდეგის უეცარი შეტევების და დარტყმების აცილება ნაწილების, შენაერთების და გაერთიანებების ფლანგებზე და მათ შორის პირაპირებაზე. ასევე:

  • შეტევების და დარტყმების მოგერიება საბრძოლო (ოპერატიული) ამოცანის შესრულების დროს, ფლანგების და პირაპირების უზრუნველყოფის საიმედოობის მიღწევა თითოეულ ფლანგზე და პირაპირებაზე პასუხისმგებლების დანიშვნით;
  • ფლანგური ნაწილების, შენაერთების და გაერთიანებების ურთიერთქმედებით და მათ შორის უწყვეტი კავშირის არსებობით;
  • დაზვერვის უწყვეტი წარმოებით;
  • ფლანგების და პირაპირების დაფარვისთვის მანევრის ძალების და საშუალებების გამოყოფით;
  • საცეცხლე დარტყმების დაგეგმვით, ფლანგების და პირაპირების მიმართულებით საცეცხლე სისტემის ორგანიზებით;
  • საინჟინრო ღობურების შექმნით;
  • ჩასაფრების და საბრძოლო დაცვის ორგანიზაციით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები