ფლეტჩერი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ფლეტჩერი

ჯონ ფლეტჩერი − (ინგლ. John Fletcher, 1579-1625), ინგლისელი დრამატურგი. როგორც დრამატურგი პირველად გამოჩნდა პასტორალური ტრაგიკომედიით „ერთგული მწყემსი ქალი“. 1608-13 პიესებს წერდა ბომონტთან თანაავტორობით. ისინი ცოცხლად ხატავდნენ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც აღარ არსებობს მორალური პრინციპები და ბატონობს სიამოვნებისკენ სწრაფვა. ფლეტჩერმა დაწერა ტრაგედიები: „გოგონას ტრაგედია“ (ბომონტთან ერთად), „ბონდუქა“; „ვალენტინიანი“; „ტიერი და ტეოდორეტი“ (მესინჯერთან ერთად). კომედიები: „ქალის ჯილდო, ანუ მომრჯულებლის მორჯულება“ (შექსპირის „ჭირვეულის მორჯულების“ პაროდიული გაგრძელება); „პეწენიკი“ (ბომონტთან ერთად), „ქედმაღალი“ (ბომონტთან ერთად), „ჭკუა ფულის გარეშე“, „როგორ ვმართოთ ცოლი“, „ესპანელი მღვდელი“ (მესინჯერთან ერთად). ამ პიესების მთავარი თემაა სიყვარული. ფლეტჩერის და ბომონტის. ნოვატორობა იყო ტრაგიკომედიის ჟანრის განვითარება: „ფილასტრი“ (ბომონტთან ერთად), „მეფე და არა მეფე“, „შეყვარებული უგუნური“, „ერთგულქვეშევრდომი“, „ცოლი ერთი თვით“ (და სხვ.). ფლეტჩერის ტრაგიკომედიები გახვეულია რომანტიკის საბურველში, მათში ასახულია ძლიერი ვნებები, მწვავე დრამატული სიტუაციები. მე-17 საუკუნის მე-2 ნახევრის მაყურებელი ბომონტს და ფლეტჩერს აყენებდა შექსპირზე მაღლა. თუმც შემდგომში მათი პოპულარობა დაეცა.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები