ფხაკაძე ომარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ომარ ფხაკაძე

ომარ ფხაკაძე — (დ. 12 აგვისტო, 1944, ქუთაისი — გ. 21 მაისი, 1993, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, ველომრბოლელი, ტრეკი, სპრინტი. მსოფლიოს ჩემპიონი (1965), მეორე (1969) და მესამე პრიზიორი (1966), XX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1972, მიუნხენი), XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო მეოთხედ ფინალი; 1968, მეხიკო ­ IV ადგილი). სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 66­73), ორგზის მეორე (1965, 67 ­ ჰიტი 1000 მ ადგილიდან) და მესამე (1968 ­ გიტი 1000 მ სვლით) პრიზიორი, სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1963-­65, 69), გდრ­ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით ­ 10,69 წმ და 10,61 წმ (1967). სსრკ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1974­93), საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986­-93). გადაღებულია ქართულ ფილმში „ხარება და გოგია”, რომელშიც ასრულებს ერთ­ერთი მთავარი გმირის ­ ხარებას როლს.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები