ქედას წმინდა თევდორეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქედას წმინდა თევდორეს ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალაში. სოფლის ზემოთ, ორ კილომეტრზე, სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება XVIII საუკუნის პირველი ნახევრით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,5X5,6 მ), ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვა და შირიმიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, მის გვერდებზე თითო მოზრდილი ნიში. თითო სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურით ამაღლებული საკურთხევლის წინ სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც თაროსებრ შვერილებზე დადგმულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. შვერილები და კაპიტელები მარტივია. ეკლესია შიგნით შელესილი ყოფილა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები