ქრისტეს საუბარი სამარიტელ დედაკაცთან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტეს საუბარი სამარიტელ დედაკაცთან

ქრისტეს საუბარი სამარიტელ დედაკაცთან - ეპიზოდი იოანეს სახარებიდან.

„დამივიდა [ქრისტე] სამარიის ქალაქში, რომელსაც ეწოდება სუქარი, იმ ადგილის მახლობლად, რომელიც მისცა იაკობმა იოსებს, თავის ძეს; და იყო იქ იაკობის წყარო; ხოლო იესო, დამაშვრალი გზაზე სვლით, იჯდა წყაროსთან. იყო დაახლოებით მეექვსე ჟამი. მოვიდა დედაკაცი სამარიიდან წყლის ასავსებად. უთხრა მას იესომ: დამალევინე მე, – რადგან მისი მოწაფეები წასულები იყვნენ ქალაქში, რომ საზრდო ეყიდათ. უთხრა მას სამარიელმა დედაკაცმა: როგორ, შენ იუდეველი ხარ და ჩემგან, სამარიელი დედაკაცისგან, ითხოვ, რომ დაგალევინო? – რადგან არ ურთიერთობენ იუდეველები სამარიელებთან. მიუგო იესომ და უთხრა მას: რომ იცოდე საბოძვარი ღვთისა და ვინ არის, ვინც გეუბნება შენ: დამალევინე მე, – შენ სთხოვდი მას და მოგცემდა შენ ცოცხალ წყალს. უთხრა მას დედაკაცმა: ბატონო, არც ამოსაღები გაქვს და ჭაც ღრმა არის; საიდან გაქვს ცოცხალი წყალი? ნუთუ შენ უფრო დიდი ხარ ჩვენს მამაზე, იაკობზე, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს ჭა? და თვითონ აქედან სვამდა და მისი ძეებიც და საქონელიც? მიუგო იესომ და უთხრა მას; ყოველს, რომელიც დალევს ამ წყლიდან, კვლავ მოსწყურდება; ხოლო რომელიც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელსაც მივცემ მას, იქცევა მასში წყლის წყაროდ, რომელიც იდინებს საუკუნო ცხოვრებად. უთხრა მას დედაკაცმა: ბატონო, მომეცი მე ეგ წყალი, რომ არ მწყუროდეს, აღარც მოვიდე აქ ასავსებად. უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და მოდი აქ. მიუგო დედაკაცმა და უთხრა: არა მყავს ქმარი. უთხრა მას იესომ: კარგად თქვი: ქმარი არა მყავს; – რადგან ხუთი ქმარი გყავდა და ახლა რომელიც გყავს, არ არის შენი ქმარი; ეს მართალი თქვი. უთხრა მას დედაკაცმა: ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ შენ. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს და თქვენ ამბობთ, რომ იერუსალიმში არის ადგილი, სადაც თაყვანი უნდა ვცეთ. უთხრა მას იესომ: დედაკაცო, გწამდეს ჩემი, რომ მოდის დრო, როცა არც ამ მთაზე, არც იერუსალიმში არ სცემთ თაყვანს მამას. თქვენ თაყვანს სცემთ იმას, ვისაც არ იცნობთ; ჩვენ თაყვანს ვცემთ იმას, ვისაც ვიცნობთ, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის. მაგრამ მოდის ჟამი და ახლავე არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები თაყვანს სცემენ მამას სულით და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც ასეთებს ეძებს, თავის თაყვანისმცემლებს. სულია ღმერთი და მის თაყვანისმცემლებს სულით და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა. უთხრა მას დედაკაცმა: ვიცი, რომ მესია მოდის, რომელსაც ჰქვია ქრისტე; როცა მოვა იგი, გვაუწყებს ჩვენ ყოველივეს. უთხრა მას იესომ: მე ვარ, რომელიც გეუბნები შენ. და ამასობაში მოვიდნენ მისი მოწაფეები და უკვირდათ, რომ დედაკაცთან საუბრობდა; თუმცა ვერავინ უთხრა მას: რას ეძებ ან რას ესაუბრები მას? დატოვა თავისი სარწყული დედაკაცმა და წავიდა ქალაქში... (იოანე, 4:5-28).

ღვთისმსახურება

აღდგომიდან მეხუთე კვირა ეძღვნება სამარიტელ დედაკაცს, რომელთანაც ქრისტე იაკობის ჭასთან საუბრობს (იოანე, 4). ამ დღის თემა ისევ „ცოცხალი წყალია“ და იესო ქრისტეს მესიად აღიარებაა. ჩვენ გვახსენებენ ქრისტეში ახალ ცხოვრებას, ჩვენმიერვე „ცოცხალი წყლის“ დალევას, „სულსა და ჭეშმარიტებაში“ ღმერთისადმი ჩვენს პირად თაყვანისცემას. ჩვენ, ასევე, ხილულად ვხედავთ, რომ ხსნა ეძლევა ყველას: იუდეველებსა და წარმართებს, მამაკაცებსა და დედაკაცებს, წმინდანებსა და ცოდვილებს.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები