სამარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამარია – ქალაქი პალესტინაში მისი სახელის მიხედვით ეწოდა პალესტინის ამ მხარეს სამარია. სამარია ისრაელის სამეფოს დედაქალაქი იყო ძვ.წ. IX-VIII საუკენეებში.

ქალაქი სამარია მეფე ომრიმ (ყომრიმ) დაარსა დაახლ ძვ.წ. 800 წელს. მეფემ ეს ტერიტორია ორ ტალანტ ვერცხლად იყიდა და თავდაპირველად იქ ციხე-სიმაგრე ააგო. ქალაქის ტერიტორიის გაფართოების შემდეგ სამარიას კიდევ უფრო ძლიერი გალავანი შემოავლეს და კოშკებითაც გაამტკიცეს. ქალაქის მაღალ ნაწილში მდებარეობდა ისრაელის მეფეთა სამეფო სასახლე, რომელიც ომრისა და აქაბის მეფობის პერიოდში აიგო.

ძვ.წ. 722-721 წ. ქალაქი ასურეთის მეფემ, სარგონ II-მ აიღო, ხალხი გადაასახლა და მათ ნაცვლად ბაბილონელები, ხამათელები და სხვა უცხო ხალხები ჩაასახლა. ჩამოსახლებულები მალე შეერივნენ ად- გილობრივებს და ახალი ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელთაც სამარიტელებს უწოდებდნენ. სამარიტელები ებრაელების დაუძინებელი მტრები გახდნენ და ხელს უშლიდნენ სპარსეთის ტყვეობიდან დაბრუნებულ ნეემიას და მის ხალხს იერუსალიმის აღდგენაში. ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის პერიოდში სამარია აჯანყდა, რის გამოც სასტიკად დაისაჯა. მაკედონელებმა ამ ქალაქში 7000 კოლონისტი ჩაასახლადა მთელი მხარის ელინიზაცია მოახდინეს. ამის შემდეგ სამარია პტოლემაიოსების ეგვიპტის და სელევკიდების სირიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

ძვ.წ. 107 წელს, ხანგრძლივი ალყის შემდეგ სამარია იოანე გირკანმა, ხასმონიდების (მაკაბელების დაარსებული დინასტია) ებრაული სახელმწიფოს მმართველმა აიღო და დაანგრია, თუმცა შემდეგ ალექსანდრე იანაემ აღადგინა და დაასახლა. გნეუს პომპეუსმა სამარიას ბერძნული ქალაქის სტატუსი აღუდგინა, როდესაც თავისი ლეგიონებით პალესტინას იკავებდა. რომის იმპერიის მიერ იუდეაში დანიშნულმა მმართველმა, ჰეროდე დიდმა სამარიაში იმპერატორ ავგუსტუსის სახელზე ტაძარი, კოლონადები, თეატრი და სტადიონი ააშენა და გალავანი შემოავლო. იმპერატორ ავგუსტუსის საპატივსაცემოდ მან სამარიას ბერძნულად სებასტოს უწოდა, ანუ ლათინურად ავგუსტუსი. ახ.წ II საუკუნიდან სებასტოსი უმნიშვნელო ქალაქი გახდა. იმპერატორმა სეპტიმიუს სევერუსმა კი აქ რომაული კოლონია, ლუციუს სეპტიმიუს სევერუს სებასტოსი დაარსა(ახ.წ 193-194 წ).


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები