ყარაშავაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყარაშავაჲ (ბალყ.-ყარაჩ. Къарашауай) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ალაუგანისა და ემეგენი ქალის ვაჟი, დებეთის შვილიშვილი, ჲორჲუზმექისა და სათანაჲ-ბიჲჩეს სიძე (აგუნდას ქმარი) – ზნეობრიობის, კეთილშობილების, სრულყოფილების განსახიერება; უზარმაზარი ფიზიკური ძალის ყარაშავაჲ, რომლის ეპიკური ბიოგრაფია არაერთ საგმირო საქმეს ითვლის, უბადლო მუსიკოსია. არ არის თქმულება, რომელშიც ამ გმირის ძალადობაზე ან უსამართლობაზეა ნაამბობი. მისი ეთადერთი მრჩეველია ცხენი გემუდა, რომელიც გმირს მემკვიდრეობით ერგო.


ლიტერატურა

  • Карачаево-балкарский фольклор в дореволюционных записях и публикациях. Нальчик, 1974;
  • Карачаево-балкарский героический эпос. М., 2004;
  • Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007;
  • М. Ч. Джуртубаев. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-балкарский героический эпос. Нальчик, 2011;
  • Джуртубаев М. Ч. Происхождение Нартского эпоса. Нальчик, 2013.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები