ყვითელი ყაყაჩურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვითელი ყაყაჩურა - Glaucium flavum Crantz

Glaucium flavum Crantzყვითელი ყაყაჩურა.

ორ ან მრავალწლოვანი 20-65 სმ სიმაღლის ლეგა შეფერილობის ბალახოვანი მცენარეა დატოტვილი ღეროებით. ფესვთანური ფოთლები მრავალრიცხოვანია, ფრთისებრ განკვეთილი, ღეროსეული — მცირე ზომისაა, ღერომხვევი, ფართოკვერცხისებრი. ყვავილები კაშკაშა მონარინჯისფრო-ყვითელია, მსხვილი. ნაყოფი — ცილინდრული კოლოფია, ჭოტის მსგავსი, მოფენილია მოთეთრო ბორცვებით. თესლი წვრილია, შავი ფერის. ყვ. V-VII; ნაყ. VI-VIII.

სახეობის არეალი მოიცავს ზღვისპირა სანაპიროებს ევროპაში, წინა აზიასა და ჩდილოეთ აფრიკაში. კულტივირებულია სამკურნალო და დეკორატიული მიზნებისათვის მრავალ ქვეყანაში. სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ყლორტები, შეგროვილი კოკრიანობის ან ყვავილობის საწყის პერიოდში. ბალახი შეიცავს აპომორფული ჯგუფის იზოქინოლურ ალკალოიდებს (15-ზე მეტი სახის), მათ შორის უმთავრესია – გლაუცინია.

ხასიათდება ხველების საწინააღმდგო, სპაზმოლიტური, ანალგეტიკური, ადრენოლიტური მოქმედებით. გამოიყენება I და II სტადიის ჰიპერტონიისა და ენდარტერიტის (არტერიების შიდა გარსის ანთება) სამკურნალოდ. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა მაღალი თერაპიული ეფექტურობა სასუნთქი ორგანოების დაავადებებისას (ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, კრუპოზული პნევმონია, ფილტვების აბსცესი, ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზი, ექსუდატური პლევრიტი). გლაუცინის ხველების საწინააღმდეგო მოქმედება სიძლიერით და ხანგრძლივობით კოდეინზე ეფექტურია და მისგან განსხვავებით არ იწვევს მიჩვევას.

ნედლეულს ამზადებენ მასში შემავალი ალკალოიდების მიღების მიზნით, რომელიც ხველების საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება. ფარმაცევტიული მრეწველობა ამზადებს პრეპარატ „გლაუცინის ჰიდროქლორიდის“, რომელსაც უნიშნავენ ფილტვების სხვადასხვა დაავადებისას: მწვავე ბრონქიტი, ფილტვების აბსცესი, ფილტვების ფიბროზული ტუბერკულოზის და სხვ. სიძლიერითა და ხანგრძლივობით გლაუცინის ხველების საწინააღმდეგო ეფექტი რამდენადმე აქტიურია კოდეინთან შედარებით. ის არ იწვევს მავნე მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და არ იწვევს მიჩვევას. თესლების ფხვნილს ღებულობენ ძლიერ მცირე დოზით (დანის წვერზე) უმატებენ თბილ ანადუღარ წყალს, ყველა სახის ხველების დროს.

შხამიანი მცენარეა! გვერდითი მოვლენებია – თავბრუსხვევა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები