შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი

შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი − (ინგლ. Shanghai World Financial Center), ცათამბჯენი შანხაიში (ჩინეთი), რომლის მშენებლობა დამთავრდა 2008 წელს. სიმაღლე 492 მ. მსოფლიოში სიმაღლით მეშვიდე შენობა (2015 წლისათვის). პროექტის მთავარი დიზაინერი დევიდ მალოტი (ნიუ-იორკის კომპანია Kohn Pedersen Fox). შენობა გათვლილია 7-ბალიან მიწისძვრაზე. სეისმური და ქარის ვიბრაციული დატვირთვების მისაღებად შენობას გადასახედი მოედნების ქვევით აქვს ორი გარე ამორტიზატორი. ყოველ მე-12 სართულზე განთავსებულია ხანძარსაწინააღმდეგო თავშესაფარი, რომელიც გაძლიერებულია რკინაბეტონის კარკასით. მშენებლობისათვის ძირითადად გამოყენებულია დაარმირებული მაღალი სიმტკიცის ბეტონი, ფოლადი და მინა. ცენტრში, ოფისების გარდა, განთავსებულია რესტორნები, მაღაზიები, საკონფერენციო დარბაზები, სასტუმროები, გადასახედი მოედნები, საგამოფენო პავილიონები და სხვ.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები