შეტევითი ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეტევითი ოპერაცია – მიზნის, ამოცანების, ადგილის და დროის მიხედვით შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული ოპერაციების, ბატალიების, ბრძოლების, დარტყმებისა და მანევრის ერთობლიობა, რომელსაც ახორციელებენ გაერთიანებები ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით. მოწინააღმდეგის დაჯგუფებების განადგურების და მისი ტერიტორიის დაუფლების მიზნით ტარდება საომარი მოქმედებების კონტინენტური თეატრის სტრატეგიულ ან საოპერაციო მიმართულებაზე. მასშტაბის მიხედვით შეტევითი ოპერაცია შეიძლება იყოს:

  • სტრატეგიული, დაჯგუფებების (არმიების ჯგუფის), არმიის (კორპუსის);
  • დროის მიხედვით – პირველი და მომდევნო;
  • ჩვეულებრივ, შეტევითი ოპერაცია ხორციელდება შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის გაერთიანების (შენაერთის) ერთობლივი ძალისხმევით.

შეტევითი ოპერაციის ძირითადი მაჩვენებლებია მონაწილე ჯარების (ძალების) რაოდენობა და ოპერაციის მასშტაბი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები