შიბლემ ფუჭა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიბლემ ფუჭა (ადიღ. Щыблэм пукIа) – მეხნაკრავი მიცვალებული, ჭექა-ქუხილის ღვთაების – შიბლეს, „რჩეული“, მის ძალასთან „წილნაყარი“. ასეთ მიცვალებულს, გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ, სიკვდილის ადგილზე მარხავდნენ, ან ურემზე დაასვენებდნენ, ხარებს თავიანთ ნებაზე მიუშვებდნენ და, სადაც შეჩერდებოდნენ, იქ დაასაფლავებდნენ. მათი საფლავი საკრალური სივრცე და, ამდენად, კულტის ობიექტი ხდებოდა. გავრცელებული ჩვეულების თანახმად, მეხის დაცემით გარდაცვლილის ოჯახს ერთი წლის განმავლობაში სოფელი ინახავდა. გვალვისა და მოუსავლიანობის პერიოდში მეხნაკრავის საფლავიდან იღებდნენ ქვას, რომელსაც რძით გარეცხავდნენ და, წვიმის გამოწვევის მიზნით, მდინარეში დებდნენ. სასურველი შედეგის მიღებისთანავე ქვას კვლავ პირვანდელ ადგილზე აბრუნებდნენ.


ლიტერატურა

Мафедзев С. Х. Адыги. Обычаи, традиции (Адыгэ хабзэ). Нальчик, 2000.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები