შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენა

1. საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების და კოსმოსური ობიექტების აღმოჩენა 3000 კმ-ზე მეტ მანძილზე. ხორციელდება მთავარ რაკეტსაწინააღმდეგო მიმართულებებზე განლაგებული შორეული აღმოჩენის სახმელეთო სადგურების, ჰორიზონტსმიღმა რადიოლოკაციური სადგურების და სხვა საშუალებებით. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საჰაერო-კოსმოსური დაცვის შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის სისტემის საფუძველს წარმოადგენს სარაკეტო დარტყმის გაფრთხილების სისტემა „ბიმიუსი“, განლაგებული ტულეში (გრენლანდია), კლირეში (ალასკა) და ფაილინგდეილზმურეში (დიდი ბრიტანეთი).

წყალქვეშა ნავის „პეივ პოს“ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენის და გაცილების შორეული აღმოჩენის სადგური განთავსებულია ავიაბაზებზე ბილი (კალიფორნიის შტატი), ოტისი (მასაჩუსეტის შტატი), რობინსი (ჯორჯიის შტატი), გუდფელოუ (ტეხასის შტატი). ასევე რადიოლოკაციური საგუშაგო, განკუთვნილი „სპეისტრეიკ“-ის და „სპასურ“-ის სისტემის კოსმოსურ ობიექტებზე თვალთვალის საწარმოებლად, მდებარეობს გრანდ-ფორსკის ავიაბაზაზე.


2. საჰაერო მიზნების აღმოჩენა 4.000 კმ მანძილამდე ჰორიზონტსმიღმა რადიოელექტრონული სადგურებით და 300-500 კმ მანძილზე რადიო-ლოკაციური სადგურით, რომელიც გაშლილია სახმელეთო შორეული აღმოჩენის საგუშაგოებზე და სხვა შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავების და ხომალდების გამოყენების ხარჯზე (მაგალითად, AWAKS, A-50), მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები