შუა ატიკური კომედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შუაატიკური კომედია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუაატიკური კომედია – ძველბერძნული კომედიის ნაირსახეობა. გავრცელებული იყო ათენში (IV ს. ძვ.წ.). პელოპონესის ომში დამარცხების შემდეგ (431-404 ძვ.წ.) შუაატიკურ კომედიაში საგრძნობლად შესუსტდა პოლიტიკური სატირის მასშტაბი. ნაცვლად ამისა, იგი ხშირად ამასხრებდა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლებს (პლატონს და მის მიმდევრებს, პითაგორიელებს, კინიკიელებს და სხვ.). მისთვის დამახასიათებელი იყო ყოველდღიურობის ასახვა, მითოლოგიური ტრავესტის განხორციელება, მითების პაროდირება.

კომპოზიციური თვალსაზრისით, შუაატიკური კომედია უფრო ერთსახოვანი იყო, ვიდრე ძველატიკური კომედია. მან უარი თქვა ქოროს პარტიაზე, რომელთა გამოსვლები ინტერმედიად იქცა და აღარ იყო დაკავშირებული მოქმედების მსვლელობასთან. შესაბამისად გაქრა ძველი ატიკური კომედიისათვის დამახასიათებელი ნაწილები – პაროდი, პარაბასა, აგონი, ექსოდი. სამაგიეროდ გაიზარდა სამეტყველო ეპისოდიების მნიშვნელობა, სადაც დიდი ადგილი ეთმობოდა სამეტყველო რითმებს (იამბური ტრიმეტრები და ტროქეული ტეტრამეტრები, უფრო იშვიათად, ანაპესტები).

შუაატიკური კომედიის ვერც ერთმა ნიმუშმა მთლიანი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწია. შემორჩენილია პოეტების სახელები (დაახლ. 50), სხვადასხვა ზომის ფრაგმენტები და პიესების დასახელებები (დაახლ. 700).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები