წყლის ძილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყლის ძილი – წყალი ყოველ შვიდ წელიწადს ერთხელ იძინებს. ამ დროს ჩერდება წისქვილი. ამ დროს ადამიანმა წყალში უნდა ჩაყოს ხელი და რაიმე ინატროს, უსათუოდ შეუსრულდება. მაგრამ ძნელად თუ ვინმე მოასწრებს დაძინებულ წყალში ხელის ჩაყოფას: წყლის ძილი მხოლოდ ერთ წამს გრძელდება.

არის თქმულება: ერთ მეწისქვილეს წისქვილი უბრუნავდა, პურის ფქვავდა. უცებ ხედავს, დოლაბმა ტრიალი შეწყვიტა, დადგა წისქვილი. იფიქრა, ღარში რაღაც გაიჭედებოდაო. აიღო ნიჩაბი და, როგორც კი წყალში ჩაყო, იმწამსვე ოქროდ იქცა. ხელში რომ ემძიმა, მეწისქვილემ ნიჩაბს თავი დაანება, მაგრამ დაინახა, რომ ხელებიც ოქროდ გადაქცეოდა. მერე რასაც ხელს მოკიდებდა, ყველაფერო ოქროდ იქცეოდა. გაიგო ეს ამბავი ხელმწიფემ და მოაკვლევინა ის მეწისქვილე, მაგან თუ ყველაფერი ოქროდ აქცია, ოქრო გაუფასურდება, თუჯის ფასი ექნებაო. ამ ხელმწიფის ბრალია, რომ ახლა ოქრო ძვირია, თუჯი კი – ხშირი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები