ჭავჭავაძე დავით ზაქარიას ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭავჭავაძე დავით ზაქარიას ძე (12.IX.1878 - ?) - გენერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ნიკოლოზის სახელობის საკავალერიო სასწავლებელი პირველი თანრიგით. კორნეტი (1899). პორუჩიკი (1903). რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. შტაბროტმისტრი (1907). დაამთავრა ოფიცერთა სკოლა. როტმისტრი (1911). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი (1916). 1916 იყო ქართული ცხენოსანი ათასეულის ჩამოყალიბების ინიციატორი და მეთაური. ათასეული გაიგზავნა სპარსეთში მოქმედ გენერალ ბარათოვის კორპუსში, რათა მონაწილეობა მიეღო სპარსეთის ფრონტზე განხორციელებულ ცნობილ რეიდში, შემდეგ კი სპარსეთიდან მესოპოტამიაში გადაინაცვლა.

1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. გენერალი. 1921 წლის თებერვალში პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილთან ერთად გაიგზავნა დასავლეთ საქართველოში საკავალერიო ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. მოხერხდა ორი ესკადრონის შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ქართულ შეიარაღებულ ძალებს აღმოსავლეთი საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდათ.

ჯილდოები და ორდენები

დაჯილდოებული იყო ორდენებით:

  • წმ. ანას მე-4 ხარისხის,
  • წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით,
  • წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით,
  • წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით,
  • წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით,
  • წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით.
  • დაჯილდოებული იყო იარაღით.


მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

Русская армия в Великой войне

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები