რუსეთ-იაპონიის ომი 1904-05

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსეთ-იაპონიის ომი

რუსეთ-იაპონიის ომი 1904-05 - იმპერიალისტური ომი იაპონიასა და რუსეთის იმპერიებს შორის, კორეასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში ბატონობისათვის.

ომი დაიწყო იაპონიამ, რომლის არმია (375 ათ. კაცი) და ფლოტი (80 საბრძოლო ხომალდი) თავდაპირველად აღემატებოდა რუსეთის ძალებს შორეულ აღმოსავლეთში.

უმნიშვნელოვანესი მოვლენები იყო: რუსების დამარცხება მდინარე იალუსთან, ვაფანგოუსთან, ლაოიანთან, მდინარე შახესთან (1904); იაპონელთა მიერ ხანგრძლივი ბლოკადის შედეგად ციხესიმაგრე პორტარტურის აღება, რუსეთის არმიისა და ფლოტის მძიმე დამარცხებები 1905 წელს მუკდენთან და ცუსიმის კუნძულებთან (ცუსიმის ბრძოლა 1905).

პორტსმუთის საზავო ხელშეკრულებით (1905), რუსეთმა იაპონიას დაუთმო კუნძული სახალინის სამხრეთ ნაწილი, გადასცა საიჯარო უფლებები კვანტუნის ოლქზე პორტ-არტურითურთ, კორეა ცნო იაპონიის გავლენის სფეროდ.

რუსეთ-იაპონიის ომი XX საუკუნის პირველი დიდი ომი იყო. მან ცხადყო რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის, მორალური და სამეცნიერო-ტექნიკური ფაქტორების როლის გაზრდა. ომში გამოიყენეს: ტყვიამფრქვევები, სწრაფმსროლელი ზარბაზნები, ნაღმსატყორცნები, ხელყუმბარები, რადიო და პროჟექტორები.

ახალი ნაბიჯი გადაიდგა ოპერატიული ხელოვნების (ჩაისახა საარმიო და საფრონტო ოპერაციები), საერთო-საჯარისო ბრძოლის ტაქტიკის, ჯარების მართვის საქმეში; მიიღეს გამოცდილება ღამით ზღვაზე საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები