ჭიაფერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭიაფერა -Phytolacca americana

Phytolaccaceae – ოჯ. ჭიაფერასებრნი
Phytolacca americana L. – ჭიაფერა

მეგრულად – ჯამფეზია, ჯაფეზია.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 1-2 მ სიმაღლისაა, შიშველი, მეტწილად მოწითალო, სწორმდგომი. ფოთლები დიდი ზომისაა, მოკლეყუნწიანი, კვერცხისებრი ან კვერცხისებრ-ლანცეტა. ყვავილები პატრა ზომისაა, მოკლეყუნწიანი და მოგრძო მტევნად შეკრებილი. ყვავილსაფრის ფოთლები თეთრია, თავმომრგვალებული. ნაყოფი სფერული, 10-წიბოიანი მოშავო-იისფერი წვნიანი კენკრაა. ყვ. V-VI; ნაყ. VII-VIII. სარეველაა, გზადმოყოლილია ჩრდილო ამერიკიდან.

მცენარის სამკურნალო თვისებები მედიცინაში კარგადაა ცნობილი. დაქუცმაცებული ფესვთა სისტემა შედის მცენარეული პრეპარატების ოფიცინალურ სიაში, სახელწოდებით „ამერიკული ჭიაფერას ფესვები“,რომლებიც საკმაოდ მკვრივი და სქელია, შეიცავს ეთერზეთებს, დიდი რაოდენობით შაქრებს, ფლავონოიდებს, საპონინებს, ჭიანჭველასა და ლიმონის მჟავებს, ალკალოიდებს, ფერმენტებს, ფოთლებსა და ღეროებში აღინიშნება В ჯგუფის ვიტამინები, РР და С ვიტამინი.

მცენარე ხასიათდება კარგად გამოკვეთილი დიურეზული, სასაქმებელი, მატონიზირებელი, ანთებისსაწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ბაქტერიციდული, შემახორცებელი, ანტიოქსიდანტური მოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე.

სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ბალახი, ასევე ფესვები. ბალახს იყენებენ, როგორც დამატებით საშუალებას გაციებისა და ვირუსული დაავადებებისას. მისით მკურნალობენ თირკმელების უკმარისობას, რადიკულიტს, ართრიტს, ოსტეოხონდროზს, შაკიკს, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევას. სასარგებლოა წყალმანკის, შეშუპების, ჰორმონალური დარღვევების დროს. ნედლი წვენით ამუშავებენ დაზიანებულ კანს, ჭრილობებს, წანაზარდებს.

ბალახი კურნავს ყელს – ანგინისა და ლარინგიტისას იყენებენ შინაგანად, ლორწოვანი გარსის დასამუშავებლად; სახსრებს – ხსნის ტკივილებს და ანთებას, აუმჯობესებს მოძრაობას; ხერხემალს – ნატკენი ადგილების დაზელვის შემდეგ, აჩერებს ხერხემალს შორის თიაქარს; კუჭს – ზრდის კუჭის წვენის გამომუშავებას, ეხმარება მძიმე საკვების მონელებაში; ნაწლავებს – აძლიერებს მათ პერისტალტიკას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის რეგულარულ გაწმენდას; თირკმელებს – ანთავისუფლებს ინფექციისგან, აცილებს ქვიშისა და კენჭების წარმოქმნას; ნაღვლის ბუშტს – ააქტიურებს ნააღვლის სეკრეციას, წარმოადგენს პროფილაქტიკურ საშუალებას ნაღველკენჭოვანი დაავადებებისას.

მცენარის ყველა ნაწილი ხასიათდება სასაქმებელი მოქმედებით, ხოლო ფესვები ანტირევმატიულია. იხმარება ათაშანგისა და სურავანდის საწინააღმდეგოდ. არის მონაცემები მცენარის ნაყენის გამოყენების შესახებ სიმსივნური დაავადებებისას, ანელებს მათ გამრავლებას. ნაყოფი მდიდარია საღებავი ნივთიერებებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები