NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქართული ასო „ხ“

ქართული ანბანის ოცდამეთერთმეტე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეთოთხმეტე) ასო. მისი სახელია „ხანი“, გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ფშვინვიერი ნაპრალოვანი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴞ მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ნუსხური ⴞ მარჯვნივაა გადახრილი და ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. ხ-ს მხედრულში მომრგვალებული ფორმები აქვს და ზედა სამ ხაზში იწერება.

ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ექვსი ათასს (6000).


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

მოძიებულია „https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php?title=%E1%83%AE&oldid=221229“-დან
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები