ხახია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხახია

ხახია – (Pachyphragma macrophillum [Hoffm.] N. Busch);
ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaceae).
მეგრულად – ოღალარის.

გვარში ერთადერთი უძველესი, რელიქტური სახეობაა, რომლის ათვლა მესამეული პერიოდის დაწყებიდან იწყებაა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 2-40 სმ სიმაღლისაა, ერთია ან რამდენიმე, უფრო ხშირად მარტივი. ფესვთანური ფოთლები დიდი ზომისაა, გულისებრი ან თირკმლისებრი, გრძელყუნწიანი, ღეროსეული ფოთლები კვერცხისებრია, შედარებით მოკლეყუნწიანი. ყვავილები თეთრია, შეკრებილია მრავალყვავილიან წვეროსეულ მტევნისებრ ყვავილედებად. ნაყოფი ჭოტაკია, უკუგულისებრი, ირგვლივ ფრთაშემოვლებული და თავამოკვეთილი, მომწიფებისას იხსნება, საგდულები ნავის მოყვანილობისაა; ნაყოფის თითოეული ბუდე 1-2 თესლიანია. ყვ. IV-VI; ნაყ. VI-VII.

მცენარე იზრდება ტყეებში, ტყის პირას, დამახასიათებელია ტენიანი და მდიდარი ნიადაგით წარმოდგენილი ტყეებისათვის, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონის წიფლნარი ტყის სარტყელში. ქმნის ტყის ტიპს. იზრდება ფართოფოთლოვან დაჩრდილულ ტყეებში მთის ქვედა და შუა სარტყელში, ადის 1700 მ-მდე ზღვ. დონიდან. გავრცელებულია მთელ ტყიან საქართველოში.

გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები